T
მონიტორინგის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება
Tbcbank
თბილისი
Full-time
2d ago
66%
Good
Job description
შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი ობიექტზე; მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მონიტორინგი როგორც დასუფთავების, ასევე მოპირკეთების/ინტერიერის მიმართულებით (ხალიჩა, ვინილი, ავეჯი და სხვა); ობიექტზე წესრიგის დაცვა, რომ შემსრულებლების მხრიდან არ მოხდეს უკვე შესრულებული სამუშაოების დაზიანება; საჭიროების შემთხვევაში შემსრულებლების მხარდაჭერა პროცესის სწორად წარმართვისთვის; პროცესის შეფერხების მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია.
უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად; სამშენებლო, სარემონტო ან ობიექტის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) საბაზისო ცოდნა; სასურველია სამუშაო პროცესების მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება. AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა საჭირო უნარები ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; პრობლემების იდენტიფიცირებისა და დროული რეაგირების უნარი; დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.