T
ბიზნეს ბანკირი - საბურთალოს ფილიალი
Tbcbank
თბილისი
Full-time
1d ago
79%
Strong
Job description
ბიზნეს ბანკირის მთავარი ამოცანაა მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტების მოძიება, მომსახურება და შენარჩუნება, მათთვის შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიწოდებით. ბანკირი ასევე პასუხისმგებელია კლიენტებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის განვითარებაზე და პორტფელის ზრდაზე. პრემიუმ ბიზნეს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, მათი ლოალურობის და ნდობის მოსაპოვებლად ჩვენი მომსახურება არის: კომპლექსური - კლიენტს TBC Group-ის მასშტაბით ნებისმიერ პროდუქტს/სერვისს თავაზობს ბიზნეს ბანკირი და ცდილობს, რომ კლიენტები მაქსიმალურად იყვნენ თიბისის პროდუქტების მომხმარებლები. კომფორტული - ბიზნეს კლიენტებს ყავს ერთი საკონტაქტო პირი, რომელიც ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს, პრობლემას მოუგვარებს და გაუწევს კონსულტაციას საოპერაციო თუ საკრედიტო მიმართულებით. განსაკუთრებული - პროდუქტები/სერვისები/ტარიფები მორგებულია კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ძირითადი მოვალეობები: ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება და არსებულის მართვა; ბიზნეს კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტების და სერვისების შეთავაზება; კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება; პორტფელის რეგულარული მონიტორინგი და რისკების შეფასება; თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან კლიენტებისთვის სრულფასოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად; ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი ბიზნესის ზრდის შესაძლებლობების დასადგენად; რას გთავაზობთ ჩვენ: საუკეთესო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად; გექნება შესაძლებლობა იმუშაო თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის, იყო მონაწილე სისტემების ყოველდღიური გაუმჯობესების პროექტებში; ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად; დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი. ადგილი, სადაც იმუშავებ: განახლებული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება; ფინანსური ანალიზისა და საკრედიტო შეფასებისგამოცდილება; ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაციის/მოლაპარაკების წარმოების უნარი და გამოცდილება; ინიციატივიანი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული და თავდაჯერებული.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.